ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც „der Burg“, ხოლო 1920წლამდე კი „Hofburgtheater“, არის ავსტრიის ფედერალური თეატრი ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.
თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს ჰაბსბურგი დედოფალი მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ საკუთარი სასახლის გვერდით; მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა 1776 წელს. 1794 წლიდან თეატრს ერქვა „K.K. Hoftheater nächst der Burg“. თეატრი ახალ შენობაში გადავიდა რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს; ახალი შენობის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.
ვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანისაოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper).
ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.
კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერი, ფელიქს ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, კლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კარლ ბომი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ლორინ მააცელი, კლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი.
ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიან.
ბაქოს ქართული თეატრი, ბაქოში მოქმედი ქართული დრამატული თეატრი. შეიქმნა ბაქოს მუშათა მოძრაობის აღმავლობის პერიოდში. პირველი წარმოდგენა ქართველ მუშა სცენისმოყვარეთა ძალებით გაიმართა 1894 წელს. შემდეგში ხელმძღვანელობდა ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე. მოგვიანებით წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და წრეს ხელმძღვანელობდნენ ბაქოში მცხოვრები ან მოწვრული პროფესიონალი ქართველი მსახიობები და რეჟისორები: ეფემია და კოტე მესხები, შ. დადიანი, ვ. გუნია, ვ. შალიკაშვილი, ა. წუწუნავა, ვ. ბარველი, დ. აწყურელი, ელო და ქეთევან ანდრონიკაშვილები, ც. ამირეჯიბი, ბ. წულუკიძე, შ. ხონელი, ნ. გვარამაძე, ს. ვაჩნაძე, ე. ციმაკურიძე, დ. შველიძე, პ. ჭიჭინაძე, გ. მატარაძე და სხვები.
1909 წელს ბაქოში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება და მისი დრამატული კომიტეტი. ამ დროისათვის ბაქოში უკვე მოღვაწეობდა ნახევარი პროფესიული დასი, რომელიც 1933 წელს სახელმწიფო პროფესიულ თეატრად ჩამოყალიბდა.
ბაქოს ქართული თეატრში დაიწყეს სასცენო მოღვაწეობა პირველმა ქართველმა რეჟისორმა ქალმა ბაბო გამრეკელ-თორელმა, მსახიობებმა მ. გელოვანმა, ა. ჟორჟოლიანმა, ა. ჭუმბურიძემ და სხვებმა. თეატრის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ სცენის მოყვარეები: გ. თედიაშვილი, ა. ახობაძე, ანა და ალექსანდრე ნადირაძეები, ა. და გ. პავლიაშვილები და სხვები.
ბაქოს ქართული თეატრის რეპერტუარში უმთავრესად ქართველ დრამატურგების, აგრეთვე რუს და უცხოელ ავტორთა პიესები შედიოდა. აღსანიშნავია, რომ შ. დადიანი „გუშინდელნი“, პ. კაკაბაძის „ჯვარედინ გზაზე“, კ. კალაძის „ბნელი ღამის სტუმრები“ და სხვა პირველად ბაქოს ქართულ სცენაზე დაიდგა.
ბაქოს ქართული თეატრმა ხელი შეუწყო ბაქოს ქართველ მოსახლეობაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას. დაიხურა 1937 წელს.
ბოვერის თეატრი იყო თეატრი ბოვერიში, ნიუ–იორკში. გაიხსნა 1826 წლის 22ოქტომბერს. ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა 1830–1840–იან წლებში. 1850–იან წლებში თეატრის აუდიენციის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ირლანდიელი, გერმანელი და ჩინელი იმიგრანტები. თეატრი 5-ჯერ დაიწვა 17 წლის განმავლობაში. 1929 წლის ხანძარმა ბოვერის თეატრი საბოლოოდ გაანადგურა.
უოლნატ სტრიტის თეატრი (ინგლ. The Walnut Street Theatre - თეატრი უოლნატის ქუჩაზე) უძველესი უწყვეტად მოქმედი თეატრია ინგლისურენოვან სამყაროში; მდებარეობსფილადელფიაში, პენსილვანია, #825 უოლნატ სტრიტზე. დაწესებულებას სამი სცენა აქვს: მთავარი - კომპანიის ძირითადი და უდიდესი წარმოდგენებისთვის, ინდიპენდენს-სტუდიო - შენობის მესამე სართულზე მცირე წარმოდგენებისთვის, და სტუდიო 5 - მეხუთე სართულზე, რომელიც გაქირავებულია დამოუკიდებელი წარმოდგენებისთვის.
ბოვერის თეატრი იყო თეატრი ბოვერიში, ნიუ–იორკში. გაიხსნა 1826 წლის 22ოქტომბერს. ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა 1830–1840–იან წლებში. 1850–იან წლებში თეატრის აუდიენციის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ირლანდიელი, გერმანელი და ჩინელი იმიგრანტები. თეატრი 5-ჯერ დაიწვა 17 წლის განმავლობაში. 1929 წლის ხანძარმა ბოვერის თეატრი საბოლოოდ გაანადგურა.
უოლნატ სტრიტის თეატრი (ინგლ. The Walnut Street Theatre - თეატრი უოლნატის ქუჩაზე) უძველესი უწყვეტად მოქმედი თეატრია ინგლისურენოვან სამყაროში; მდებარეობსფილადელფიაში, პენსილვანია, #825 უოლნატ სტრიტზე. დაწესებულებას სამი სცენა აქვს: მთავარი - კომპანიის ძირითადი და უდიდესი წარმოდგენებისთვის, ინდიპენდენს-სტუდიო - შენობის მესამე სართულზე მცირე წარმოდგენებისთვის, და სტუდიო 5 - მეხუთე სართულზე, რომელიც გაქირავებულია დამოუკიდებელი წარმოდგენებისთვის.
ოლდ ვიკი (ინგლ. Old Vic) არის ბრიტანული თეატრი, მდებარეობს ლონდონში უატერლოოს სადგურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კატის ქუჩისა და უატერლოოს გზის გადაკვეთაზე. თეატრის შენობა შეტანილია აღნუსხული შენობების სიაში 1951 წელს.
თეატრს სახელი დაერქვა იმ კომპანიისა, რომელიც დაფუძნდა თეატრის შენობაში და მართავდა წარმოდგენებს თავისი რეპერტუარიდან. შემდგომში ამ დასის საფუძველზე ლოურენს ოლივიემ ჩამოაყალიბა ბრიტანეთის ეროვნული თეატრი 1968 წელს. ეროვნული თეატრი ოლდ ვიკის შენობაში რჩებოდა 1976 წლამდე, სანამ არ აშენდა მისთვის ახალი შენობა საუთ ბენკზე.
კოპენჰაგენის ოპერა გაიხსნა 2005 წლის 15 იანვარს. დანიელი არქიტექტორის, ჰენინგ ლარსენის ნამუშევარი ეძღვნება დანიის დედოფალს,მარგერიტ II-ს.
ოპერა აგებულ იქნა დედოფლის სასახლის პირდაპირ, კოპენჰაგენის ძველ დოკებზე 2001 - 2005 წლებში, ჰოლმენში. ახალი დარბაზი დააფინანსა დანიელმა მეწარმემ მერსკ მაკკინი მიულერმა, რომელიც არის საზღვაო სასნავთობო ჯგუფის, A.P. Møller-Mærsk-ის მფლობელი. შენობა გარშემორტყმულია წითელი აგურის შენობებით, რომლებიც მიეკუთვნება XVII საუკუნეს. სექტორი უკავია უამრავ რესტორანს, გალერეას, ხელოვნების აკადემიას.
კოპენჰაგენის ოპერის მეცენატი იმდენად მბრძანებლური ხასიათის აღმოჩნდა, რომ არქიტექტორმა ჰენინგ ლარსენმა პროექტის განხორციელების პროცესში თავის დანებებაც კი დააპირა, თუმცა თავი შეიკავა. პრესას კი განუცხადა, რომ თანამშრომლობის პროცესი წარმოუდგენლად რთული იყო როგორც ფიზიკურად სევე ფსიქოლოგიურად. შენობას გარს არტყამს არხები და ამვარად იქმნება შთაბეჭდილება კუნძულზე ყოფნის. მისი ფასადი ფოლადის გრილს გვაგონებს, რის გამოც ზედმეტსახელად "ტოსტერი" შეარქვეს. ასევე უწოდებენ "აეროპორტის ტერმინალს". კონსტრუქციაში გამოყენებულოია ბეტონი, მინა, ფოლადი და მარმარილო. ინტერიორი 14 სართულისგან შედგება და ათასამდე ოთახს მოიცავს. მთავარი სცენა და კულისები შენობის შუაგულში მდებარეობს. დიდი დარბაზი 1500 ადამიანზეა გათვლილი. ორკესტრისთვის განკუთვნილ ადგილში კი 110 მუსიკოს ეტევა. შენობაში მოთავსებულია ოთხი მეორეული სცენა. ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზი მიწისქვეშ , ზღვის დონიდან 13 მეტრით ქვემოთ მდებარეობს.
ოპერას უკავია 41000 კვ. მეტრი ფართობი, მიწისქვეშ მისი ფართობია 12000 კვ. მეტრი. სიმაღლე 38 მეტრია. კონსტრუქცია დაჯდა 336 მილიონიევრო.
შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელისშეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.
ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.
ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი -რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.
ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.
ლიტვის ეროვნული დრამის თეატრი (ლიტვ. Lietuvos nacionalinis dramos teatras) – დრამის თეატრი ლიტვის დედაქალაქვილნიუსში. დაფუძნდა 1940 წლის 6 ოქტომბერს.
ამჟამინდელი სახელი თეატრს 1998 წელს ეწოდა, მანამდე ცნობილი იყო „აკადემიური“ თეატრის სახელწოდებით.
ნორვეგიის ეროვნული თეატრი (ნორვ Nationaltheatret) ოსლოში მდებარე ნორვეგიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი დრამატული ხელოვნების წარმოდგენის ადგილი.
თეატრმა პირველი წარმოდგენა მაყურებელს 1899 წლის სეტქემბერში შესთავაზა, თუმცა, დასაბამი ჯერ კიდევ ქრისტიანიასთეატრიდან აქვს, რომელიც 1829 წელს დაარსდა. იმხანად სამი ოფიციალური ღია წარმოდგენა იმართებოდა სექტემბრის დამდეგს: ლუდვიგ ჰოლბერგის რჩეული პიესები, ჰენრიკ იბსენის "ხალხის მტერი" და მესამე დღეს სიგურდ იორსალფარის ბიორნსტერნ ბიორნსონი. თეატრი თავდაპირველად დაფუძნდა როგორც კერძო ინსტიტუცია და 1929 წლამდე, სანამ ნორვეგიის მთავრობა დაიწყებდა ცოტაოდენი დახმარების გაწევას, რამდენჯერმე სერიოზული ფინანსური სიძნელეების პირისპირ აღმოჩნდა. თეატრს არაერთი გამოჩენილი ნორვეგიელი სდგომია სათავეში, მაგრამ, 1911 წელს ვილჰელმ კრაგის გამოჩენამ, ეროვნული თეატრის "ოქროს ხანას" მისცა დასაბამი.
თეატრს ხშირად იბსენის ნამუშევრების ბინადაც მიიჩნევენ, რადგან მისი პიესების უდიდესი ნაწილი აქვეა დადგმული. აღსანიშნავია აგრეთვე ბავშვების უსაყვარლესი პიესა "გამგზავრება საშობაო ვარსკვლავთან", რომელიც თეატრის ფინანსურმა დირექტორმა სვერ ბრანდტმა 1924 წელს დადგა პირველად.
თეატრს ოთხი დიდი დარბაზი აქვს: მთავარი დარბაზი Hovedscenen, ამფითეატრი Amfiscenen, ფერწერული ტილოების დარბაზი Malingsalen და ტორშოვის თეატრი Torshovteatret ოსლოს ტორშოვის უბანში.
მიმდინარე დირექტორია ჰანე ტიომტა. თეატრის მთავარი შენობა განთავსებულია სამეფო სასახლესა და პარლამენტის შენობას შორის. დიზაინერი ჰენრიკ ბული.
რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი (რუს.: Государственный академический Большой театр России) თეატრისა და თეატრალური დასის სახელწოდებაა მოსკოვში, რუსეთი. თეატრის დიდსა და მცირე დარბაზებში სრულდება სპექტაკლები, ბალეტისა და ოპერის წარმოდგენები.
კომპანია დაფუძნდა 1776 წელს პიოტრ ურუსოვისა და მიხაილ მედოკსის მიერ. თავადპირველად წარმოდგენები კერძო სახლში იმართებოდა, ხოლო 1780 წლიდან მათ პეტროვსკის თეატრი შეიძინეს და სპექტაკლებისა და ოპერების დადგმა დაიწყეს.
თეატრის თანამედროვე ბინა 1825 წელს აშენდა პეტროვსკის თეატრის ადგილას, რომელიც 1805 წლის ხანძარმა დაანგრია. შენობის პროექტი ჯოზეფ ბოუვს ეკუთვნის, რომელმაც 1824 წელს ასევე იქვე მყოფი მალი თეატრი ააშენა. ამ პერიოდში რუსეთის ყველა თეატრი იმპერატორის კუთვნილება იყო. მოსკოვსა და პეტერბურგში მხოლოდ ორი თეატრი არსებობდა, ერთის დანიშნულება ოპერადა ბალეტი იყო, მეორისა კი ტრაგედიები და კომედიები. ვინაიდან ოპერა და ბალეტი დრამაზე უფრო არისტოკრატიულად მიიჩნეოდა, ოპერის სახლს "გრანდ თეატრი" (ბოლშოი გრანდის რუსული ვარიანტია) შეარქვეს, ხოლო დრამის თეატრს კი "მცირე თეატრი" (მალი - რუსულად მცირეს ნიშნავს).
თეატრის ინაუგურაცია 1825 წლის 18 იანვარს მოხდა. თავდაპირველად აქ მხოლოდ რუსული წარმოდგენები იმართებოდა, უცხოელი კომპოზიტორების რეპერტუარი პირველად 1840 წელს გაჟღერდა. 1853 წლის ხანძარმა დიდი ზარალი მოუტანა თეატრს; რეკონსტრუქცია წარიმართა ალბერტ კავოსის, საოპერო კომპოზიტორი კატერინო კავოსის ვაჟი, მიერ და ხელახლა გაიხსნა 1856 წელს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თეატრი სერიოზულად დაზიანდა საჰაერო დაბომბის შედეგად, თუმცა ის მალევე აღადგინეს.
ბოლშოი მრავალი ისტორიული პრემიერის ადგილი იყო, მათ შორის ჩაიკოვსკის "La Voyavoda und Mazeppa", და რახმანინოვის"Aleko" და "Francesca da Rimini".
მარინის თეატრი (ფრანგ. Le Théâtre Marigny ) მდებარეობს პარიზის VIII ოლქში, შანზ-ელიზეზე. 1835 წელს ერთი ილუზიონისტი იწყებს ამ შენობაში წარმოდგენების გამართვას, რის გამოც მას ეწოდება "მარინის სიგიჟეები". 1855 წელს თეატრის ხელმძღვანელი ხდება ოფენბახი. მარინის თეატრის დარქმევაც ამ პერიოდს უკავშირდება.
1880 წელს დარბაზს რეკონსტრუქციას უტარებს შარლ გარნიე. 1925 წელს კიდევ ერთი რეკონსტრუქციის შედეგად დარბაზი ფართოვდება.
1948 წელს სიმონ ვოლტერას ხელმძღვანელობით მარინის თეატრში მოწვეულ იქნებიან კომედი-ფრანსეზის მსახიობები. 1965 წელს თეატრის დირექტორი ხდება ელვის პოპესო, ამჟამად კი ამ თანამდედობაზე იმყოფება რობერ ოსეინი.
ა. სპენდიარიანის სახელობის ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, სომხეთის მთავარი მუსიკალური თეატრი. გაიხსნა 1933 წელს სპენდიარიანის ოპერით „ალმასტი“. შენობა აგებულია 1926-1953 წლებში (არქიტექტორი ა. თამანიანი). სხვადასხვა დროს თეატრში მუშაობდნენ: დირიჟორები გ. ბუდაგიანი, კ. სარაჯევი, რ. სტეფანიანი, მ. თავრიზიანი, ს. ჩარექიანი; რეჟისორები — ა. ბურჯალიანი, ა. გულაკიანი, ლ. ქალანთარი; ბალეტმაისტერი — ი. არბატოვი; ქორმაისტერი — ვ. ნიკოლსკი; მხატვრები — მ. სირიანი, ს. ალაჯალოვი, მ. არითჩიანი; ოპერის მსახიობები — ა. დანიელიანი, შ. ტალიანი, ლ. ისეცკი (იოანისიანი), ა. კარატოვი, პ. ლისიციანი; ბალეტის მსახიობები — ლ. ვოინოვა-შიკანიანი, რ. თავრიზიანი, ს. სარქისიანი, გ. გეორგიანი, ზ. მურადიანი და სხვები.
თეატრის საუკეთესო დადგმებია: ოპერები - ტიგრანიანის „ანუში“ (1935) და „დავით-ბეგი“ (1950), სტეფანიანის „მამაცი ნაზარი“ (1935), „ლუსაბაცინი“ (1938), „გმირი ქალი“ (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), აივაზიანის „თაფარნიკოსი“ (1938), ჩიხაჯიანის „არშაკ II“ (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), ბაბაევის „არცვაბერდი“ (1957), ტერტერიანის „ცეცხლის რკალი“ (1967) და სხვა. ბალეტები — ხაჩატურიანის „ბედნიერება“ (1939), „გაიანე“ (1947), „სპარტაკი“ (1961), ტერ-ღევონდიანის „ანაიტი“ (1940), „ხანდუტი“ (1945), „სამი პალმა“ (1964, ორივე სპენდიარიანის მუსიკაზე), ეღიაზარიანის „სევანი“ (1956), ოჰანესიანის „მარმარი“ (1957), „მარადი კერპი“ (1966), არისტაკესიანის „პრომეთე“ (1967). თეატრში აგრეთვეა საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
თეატრის დასში არიან: ოპერის მსახიობები სსრკ სახელმწიფო არტისტები გ. გასპარიანი, ტ. საზანდარიანი, ნ. ჰოვანისიანი, სომხეთის სახალხო არტისტები გ. გალიჩიანი, ს. გალსტიანი,მ. ერკათი, ს. დანიელიანი, ა. კარაპეტიანი, ა. პეტროსიანი, დ. პოღოსიანი, ა. თუთუნჯიანი, ე. ხაჩიკიანი და სხვები. ბალეტის მსახიობები — სომხეთის სახალხო არტისტები: გ. გალსტიანი, ფ. ელანიანი, ს. მინასიანი, ლ. სემანოვა, ვ. ხანამირიანი და სხვები. მთავარი დირიჟორი — ...; რეჟისორი — ...; მთავარი ბალეტმაისტერი — ...; მთავარი ქორმაისტერი — ...
1939 წელს თეატრი დააჯილდოვეს ლენინის ორდენით.
ლვოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (უკრ.: Львівський Державний академічний театр опери та балету імені Соломії Крушельницької; ინგლ. Lviv State Academic Opera and Ballet Theatre of Solomiya Krushelnytska), ოპერის თეატრი ქალაქ ლვოვში, უკრაინა. თეატრის შენობა აგებული 1897-1900 წლებში. მისი თავდაპირველი სახელი იყო დიდი თეატრი (პოლ.: Teatr Wielki; უკრ.: Великий міський театр), სანამ მას 1939 წელს საბჭოთა ხელისუფლება ამჟამინდელ სახელს დაარქმევდა.
ლვოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (უკრ.: Львівський Державний академічний театр опери та балету імені Соломії Крушельницької; ინგლ. Lviv State Academic Opera and Ballet Theatre of Solomiya Krushelnytska), ოპერის თეატრი ქალაქ ლვოვში, უკრაინა. თეატრის შენობა აგებული 1897-1900 წლებში. მისი თავდაპირველი სახელი იყო დიდი თეატრი (პოლ.: Teatr Wielki; უკრ.: Великий міський театр), სანამ მას 1939 წელს საბჭოთა ხელისუფლება ამჟამინდელ სახელს დაარქმევდა.
ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი (უკრ. Оде́ський націона́льний академі́чний теа́тр о́пери та бале́ту) — უძველესი თეატრი ოდესაში, უკრაინა; პოტიომკინის საფეხურებთან ერთად ყველაზე განთქმული ნაგებობაა ქალაქში.
პირველი ოპერის თეატრი გაიხსნა 1810 წელს, თუმცა 1873 წელს შენობა ხანძარმა გაანადგურა. თანამედროვე ნაგებობა ბაროკოსსტილში არქიტექტორებმა ფელნერმ და ჰელმერმა ააგეს 1887 წელს. შენობის ფოიე როკოკოს სტილშია გაფორმებული. შენობის უნიკალური აკუსტიკა სცენაზე ჩურჩულის გაგონების საშუალებას იძლევა დარბაზის ნებისმიერ კუთხეში. თეატრს რემონტი ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა.
სამეფო დრამატული თეატრი (შვედ. Kungliga Dramatiska Teatern), შვედეთში ცნობილია როგორც Dramaten. თეატრის რვა მოქმედ სცენაზე წლიურად ათასამდე სპექტაკლს წარმოადგენენ. თეატრს თავის ამჟამინდელ არტ ნუვოს სტილის შენობაში 1908 წლიდან უდევს ბინა. შენობის არქიტექტორია ფრედრიკ ლილიეკვისტი. დეკორაციების შესრულებისას ცნობილი მსახიობები კარლ მილერსი და კარლ ლარსონი უფლისწულ ეუგენთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.
თეატრის სამსახიობო სკოლაში Dramatens elevskola, არაერთი გამოჩენილი ხელოვანი სწავლობდა: გრეტა გარბო, ინგრიდ ბერგმანი, მაქს ფონ ზიუდოვი და სხვა.
სამსახიობო სკოლა მცირე ინსტიტუტებად 1967 წელს დაიყო.
ეროვნული თეატრი (Národní Divadlo) პრაღაში, ჩეხური ოპერის ალმა მატერი და ჩეხეთის ისტორიისა და ხელოვნების ეროვნული მონუმენტი.
ეროვნული თეატრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩეხური კულტურული ინსტიტუტებისა მდიდარი არტისტული ტრადიციით, შექმნილი ჩეხური საზოგადოების ყველაზე გამორჩეული პიროვნებების მხარდაჭერით. ამ ტრადიციის წყალობით შენარჩუნდა და განვითარდა ერის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი - ჩეხური ენა და ჩეხური მუსიკისა და დრამატული აზროვნების ხედვა.
დღეს ეროვნული თატრი შედგება სამი სამხატვრო ანსამბლისგან - ოპერა, ბალეტი და დრამატურგია, რომელთა წარმოდგენები იმართება ეროვნული თეატრის ისტორიულ შენობაში, სახელმწიფო თეატრსა და კოლოვრატის თეატრში.