ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
- თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
- თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.
ცნობილი თეატრალური სცენები
-
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი
დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილებისსახალხო სახლის შენობა დაიკავა.თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტისსპექტაკლით "სამგროშიანი ოპერა", გიზო ჟორდანიას რედაქციით.შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
თეატრი დაარსდა 1878 წელს, ხოლო 1921 წელს მიენიჭა შ. რუსთაველის სახელი. თავდაპირველად თეატრს განაგებდა ქართული დრამატული საზოგადოება ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თავმჯდომარეობით.
რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. მარჯანიშვილი 1922 - 1926წწ, ს. ახმეტელი1926 - 1935წწ, მ. თუმანიშვილი1968 - 1969წწ თ. ჩხეიძე, რ. სტურუა1979 დან დღემდე, . რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელი პლეადა: ა. იმედაშვილი, ვ. შალიკაშვილი, უ. ჩხეიძე, ვ. ანჯაფარიძე, ა. ხორავა, გ. გეგეჭკორი, კ. მახარაძე, კ. კავსაძე, ს. ყანჩელი, მ. ჩახავა, ჯ. ღაღანიძე, გ. ხარაბაძე, რ. ჩხიკვაძე და სხვ.1987 წელს გაიხსნა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზიც. ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალგაზრდული თეატრი. ამჟამად თეატრს 125-ე სეზონი აქვს.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.
უცხოეთში:
ბროდვეის თეატრი (ინგლ. Broadway theatre, შემოკლ. ბროდვეი) — კომერციული თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებული ჟანრი. ტერმინი მიუთითებს თეატრალურ წარმოდგენებზე 40 მსხვილ პროფესიულ თეატრში 500 ან მეტი ადგილით, რომლებიც თეატრალურ უბანში მდებარეობს (პლუს ერთი თეატრი ლინკოლნ-ცენტრში), მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. ლონდონის უესტ-ენდის თეატრთან ერთად ბროდვეის თეატრი ინგლისურენოვან მსოფლიოში კომერციული თეატრის უმაღლეს დონეს წარმოადგენს.
ბროდვეის თეატრალური უბანი ნიუ-იორკის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბროდვეის ლიგის თანახმად, ბროდვეის წარმოდგენებზე 2009-2010 წლის სეზონზე $1.02 მილიარდის ღირებულების ბილეთები გაიყიდა.
გარნიეს სასახლე (Palais Garnier), ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნისეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასიბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.
კოვენტ გარდენი (Covent Garden) — რაიონი ცენტრალურ ლონდონში, მოიცავს ქალაქ უესტმინსტერის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილსა და ქემდენის საგრაფოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს. რაიონი ძირითადად გასართობი და სავაჭრო დასებულებებითაა მოფენილი. აქვეა სამეფო ოპერის თეატრი, რომელსაც კოლოქვიალურად "კოვენტ გარდენსას" უწოდებენ.რაიონს ესაზღვრება ჰოლბორნი, კინსუეი, სტრანდი და ჩერინგ კროს როუდი. კოვენტ გარდენ პიაცა (კოვენტ გარდენის მოედანი) რაიონის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს და ამ ადგილას 1500-დან 1974 წლამდე ყვავილებისა და ხილ-ბოსტენული ბაზარი მდებარეობდა, რის შემდეგაც საბითუმო ბაზარმა ნიუ კოვენტ გარდენ მარკეტზე გადაინაცვლა ნაინ ელმში.
კომედი ფრანსეზი (ფრანგ. La Comédie-Française), ანუ ფრანგული თეატრი დაარსდა 1680 წელს, 1799 წლიდან იგი პალე-რუაიალში, პარიზის პირველ ოლქში მდებარეობს.ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საფრანგეთში, რომელსაც ჰყავს მსახიობების მუდმივი დასი, მათ კომედი ფრანსეზის მსახიობებს უწოდებენ. ყველაზე ცნობილი დრამატურგი, რომლის სახელიც კომედი ფრანსეზს უკავსირდება არის მოლიერი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 7 წლის გარდაცვლილი იყო, როცა მოლიერის სახლი შეიქმნა.
ლა სკალა (იტალ. Teatro alla Scala - სიტყვასიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანში,იტალიაში.შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელისშეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი -რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.გამოყენებული წყარო :
მეტროპოლიტენის ოპერის ასოციაცია (Metropolitan Opera Association), შემოკლებით მეტროპოლიტენ-ოპერა, ან მეტი ნიუ-იორკში დაარსდა 1880[1] წლის აპრილში და გრანდ ოპერის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. ეს ამერიკის უდიდესი კლასიკური მუსიკის ორგანიზაციია, რომელიც ყოველწლიურად 240 საოპერო წარმოდგენას მართავს. კომპანიის ბინამეტროპოლიტენის ოპერის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო სცენაა. მეტი თერთმეტ სხვა ორგანიზაციასთან ერთად ამჟამად განთავსებულია ლინკოლნის ცენტრში.
სან-კარლო (იტალ. Teatro di San Carlo) — ოპერის თეატრი ნეაპოლში. აშენდა კარლ III-ის ბრძანებით მოძველებული სან-ბართოლომეოს თეატრის შესაცვლელად. გაიხსნა 1737 წლის 4 ნოემბერს ოპერის „მეტასტაზიო“ განახლებული დადგმით. გახსნისას თეატრალურ დარბაზში ეტეოდა 3300 მაყურებელი, რაც მას მსოფლიოში უდიდესი თეატრის რეპუტაციას ანიჭებდა. 1815-22 წლებში თეატრს განაგებდა როსინი, 1822-38 წლებში — დონიცეტი, ხოლო 1850-იან წლებში — ნიკოლა ბოქსა. 1816 წლის ხანძრის შემდეგ შენობა ხელახლა აშენდა, განახლდა 1845, 1854 და 1943 წლის ბომბარდირების შემდეგ.
http://ka.wikipedia.org
https://www.google.ge/
No comments:
Post a Comment