Wednesday, June 13, 2012

თეატრი ათონელზე


 ქართულ თეატრალურ სინამდვილეში დაიბადა კიდევ ერთი ახალი თეატრი. მან ბინა ძველი თბილისის ერთ–ერთ მყუდრო , თბილსურ ეზოში გიორგი ათონელის ქუჩაზე დაიდო და სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც "თეატრი ათონელზე".
      "თეატრი ათონელზე" ჯერ, მხოლოდ ხუთიოდე წლისაა, ამ მოკლე ხანში მან მოახერხა უკვე თავისი ადგილის დაკავება და რაც მთავარია თავისი სიტყვა თქვა.
      თბილისის ძველ უბანში, ერთ ლამაზ ეზოში, შეიძლება ითქვას ნაგავსაყრელად ქცეულ, მიტოვებულ სივრცეს გამოუჩნდა ადამიანი, რომელსაც უყვარს თეატრი და დააარსა თეატრი.
      "თეატრი ათონელზე" დამფუძნებელი ბ–ნი რეზო სალუქვაძე შეიძლება ითქვას თეატრზე შეყვარებული ადამიანია, მისივე სიტყვებიდან გამოდინარე – "ავად გავხდი თეატრით". აქედან გამომდინარე, შეუდგა თეატრალურ სამყაროში პატარა თეატრის ჩამოყალიბებას, და ასე 2003 წლის ზაფხულში დაიწყო პატარა კამერული თეატრის ისტორია
      ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ მიტოვებული, დანგრეული სივრცე თეატრად ყალიბდებოდა და 2004 წლის შემოდგომაზე დასრულდა რემონტი. თეატრი აღიჭურვა უახლოესი მუსიკალური და განათებების აპარატურით. ფართის სიმცირის მიუხედავად, მოხერხდა სამოცდათხუთმეტადგილიანი პარტერის, რვაადგილიანი ლიჟის და ათადგილიანი ბენუარის ლოჟის განთავსება. განსხვავებით სხვა პატარა თეატრებისგან, ჩვენი თეატრის ყოველი რიგი ერთი საფეხურით მაღლდება, მაყურებელს სპექტაკლის ყურებას და თავისუფლად ხერხდება მისი სრული აღქმა.
      თეარტის "თეატრი ათონელზე" დამფუძნებელი ბ–ნი რეზო სალუქვაძე პროფესიით ინჟინერ–მშენებელია და თეატრის დიდმა სიყვარულმა გადააწყვეტინა ასეთი ნაბიჯის გადადგმა – "ბავშვობის სურვილი განვახორციელე და შევქმენი თეატრი მსახიობებისათვის, ვისთვისაც თეატრი მთელი ცხოვრებაა". სწორედ ეს დიდი სიყვარული და რუდუნება იგრძნობა თეატრის ყველა კუთხეში. ამ თბილი გარემოს შექმნაში რიდან დაარსებისა ბ–ნ რეზოს გვერდით ედგა და უდგას ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი. შოთა რუსტაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და სხვა და სხვა პრემიის ლაურეატი. ქალბატონი ნანა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და იგი მართავს თეატრის მხატვრულ მხარეს, სწორედ მისი დაუღალავი შრომით განხორციელდა არაერთი საუკეთესო სპექტაკლის ხორცშესხმა აქვე უნად აღინიშნოს, რომ თეატრს არ ყავს შტატიანი დასი. აქ მსახიობები და რეჟისორები მოწვევით მუშაობენ. ესეც ჩვენს თეატრს განასხვავებს თავისი შინაარსით სხვა თეატრებისგან. თავის პატარა სივრცეში თეატრი ზირითადა ანხორციელებს მცირე ზომისა და მაშტაბების სპექტაკლებს.
      თეარტი "თეატრი ათონელზე" როგორც თეატრი შედგა 2004 წელს და სწორედ აქედან იწყება ერთი პატარა თეატრის, ჯერ–ჯერობით პატარა ისტორია.


No comments:

Post a Comment