Wednesday, June 13, 2012

ახმეტელის თეატრი

სანდრო ახმეტელის თეატრი დაარსდა 1981 წელს რეჟისორ ლერი პაქსაშვილის მიერ. 1988 წელს თეატრს მიენიჭა ცნობილი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი.

სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მათი სპექტაკლები მრავალჯერ იქნა აღიარებული და დაჯილდოებული. მიღებული აქვს სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიები.

თეატრს წარმატებული გასტროლები  ჰქონდა : 1990 წელს ზაგრებში და 1995 წელს კაიროს ფესტივალზე. 2011 წელს თეატრს შეუსრულდა 30 წელი.თეატრის მმართველი - თამაზ გოლაძე.

No comments:

Post a Comment