Saturday, June 9, 2012

ქართული თეატრი


                            


   ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები.
პირველი კინო საქართველოში დაარსდა თბილისში, 1886 წლის 16 ნოემბერს. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი (აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა –ლეჩხუმში) გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912წ. ამის შემდეგ, ალექსანდრე  წუწუნავამ 1916 წელს გადაიღო მხატრული ფილმი "ქრიტინე".
ომის შემდგომ პერიოდში ქართულ თეატრს და კინოს ჰქონდა კარგი რეპუტაცია მთელ საბჭოთა კავშირში. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. უნდა აიღნიშნოს, რომ პირველი თეატრი დაარსდა საქართველოში, გორში, სოფელ უფლისციხეში. უფლისციხე არის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოს. უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე.
 სტუმრებს ეხლაც შეუძლიათ იარონ ანტიკურ ქუჩებზე, ნახონ კლდეში გამოკვეთილი თეატრი, სამეფო დარბაზები და აფთიაქები. ბეღელის ნარჩენები, ყურძნის შესანახი ჭურჭლის ნაწილები გვაძლევენ საშუალებას ვიქონიოთ წარმოდგენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

რუსთაველის ეროვნული თეატრი, ტატიშევს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის დიზაინით არის აშენებული. ისაი პიტოევმა დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და თეატრი ამავდროულად გადააკეთა სავაჭრო სახლად. თეატრის შენობის აღდგენა დაიწყო 1998 წლის 18 თებერვალს.
1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი "ივერია" წერდა: "6 თებერვალს, დღის ორ საათზე, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების შენობა აკურთხეს გოლოვინის მოედანზე.
 შიმკევიჩის და ტატიჩევის გამოყენებული აქვთ როკოკოსა და ბაროკოს სტილის ფორმები. პირველად შენობა ფუნქციონირებდა როგორც ხელოვანთა საზოგადოების კლუბი და ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა მიზნებისთვის.

პირველ სართულზე იყო მაყურებელთა ჰოლი, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა კონცერტები. რესტორანი "ანონა" იყო ნახევრად სარდაფში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კაფე-რესტორნად "ქიმერიონად" და ეს იყო ცისფერყანწელების რესტორანი. (ქართველ პოეტთა კავშირი). ცისფერყანწელთა თხოვნით, სარდაფის კედლებს დეკორაციები გაუკეთა სერგეი სუდეიკინმა. მათთან ერთად მუშაობდა სახელგანთქმული მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანიევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი კაკაბაძე, რომლის სახელი მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.
საბჭოთა პერიოდში მათი შედევრები იკრძალებოდა და სამწუხაროდ ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. მიხეილ ვორონცოვის დახმარებით დაიწყო ძველი ოპერის თეატრის მშენებლობა 1847 წელს და გაგრძელდა 4 წელი. თეატრის დიზაინი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს ანტონიო სკუდიერს. თეატრის შენობა მთელს კავკასიაში იყო ყველაზე დიდი, რომელიც განკუთვნილი იყო 800 ადამიანისთვის. ძველი ოპერა მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. შემდეგ აშენდა ახალი ოპერა რუსთაველის გამზირზე, შრეტერის დიზაინით. ეს თაეტრი ცნობილია როგორც "საგანძურის თეატრი", განკუთვნიალია 1200 ადამიანისთვის და ფუნქციონირებს დღესაც. ოპერის თეატრი გაიხსნა 1896 წლის 3 ნოემბერს , მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". შენობა მორთულია მაურიტული სტილით, ვიწრო სვეტებით და ლამაზი ორნამეტებით. წინა შესასვლელში არის მაურიტული სტილის ჭერი.

შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო 1982-1987 წლებში. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელბდა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი, რომელმაც თეატრის ფასადებს დაუბრუნა თანამედროვე სახე. ამირან გოგოლაძემ აღადგინა "ქიმერიონის" ფრესკა. თეატრს აქვს სამი სცენა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მთავარი სცენა (783 ადგილით), საშუალო სცენა (300 ადგილით) და ექსპერიმენტალური სცენა (182 ადგილით). თეატრი საამაყოა იმითაც, რომ არის დარბაზები კონფერეციებისთვის, საშუალო ზომის ვესტიბიული დ პატარა ოთახი სტუმრებისთვის. 1949 წლის 9 იანვარს ოპერა მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ გარეთა ფასადი. შენობა აღადგინეს ფოტოების მიხედვით.
ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე.  წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის. 

ტერმინი თეატრი



 ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთშიჩინეთშიიაპონიაშიინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.

თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.


ცნობილი თეატრალური სცენები

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი
        დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილებისსახალხო სახლის შენობა დაიკავა.
    თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.
    აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტისსპექტაკლით "სამგროშიანი ოპერა", გიზო ჟორდანიას რედაქციით.


    შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი მდებარეობს თბილისშიშოთა რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

    თეატრი დაარსდა 1878 წელს, ხოლო 1921 წელს მიენიჭა შ. რუსთაველის სახელი. თავდაპირველად თეატრს განაგებდა ქართული დრამატული საზოგადოება ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თავმჯდომარეობით.
     რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. მარჯანიშვილი 1922 - 1926წწ, ს. ახმეტელი1926 - 1935წწ, მ. თუმანიშვილი1968 - 1969წწ თ. ჩხეიძე, რ. სტურუა1979 დან დღემდე, . რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელი პლეადა: ა. იმედაშვილი, ვ. შალიკაშვილი, უ. ჩხეიძე, ვ. ანჯაფარიძე, ა. ხორავა, გ. გეგეჭკორი, კ. მახარაძე, კ. კავსაძე, ს. ყანჩელი, მ. ჩახავა, ჯ. ღაღანიძე, გ. ხარაბაძე, რ. ჩხიკვაძე და სხვ.

    1987 წელს გაიხსნა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზიც. ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალგაზრდული თეატრი. ამჟამად თეატრს 125-ე სეზონი აქვს.
                                                       
    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.


      თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
     — ოპერის სახლი ქ. თბილისშისაქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

                                                                 

    უცხოეთში: 

     
    ბროდვეის თეატრი (ინგლ. Broadway theatre, შემოკლ. ბროდვეი) — კომერციული თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებული ჟანრი. ტერმინი მიუთითებს თეატრალურ წარმოდგენებზე 40 მსხვილ პროფესიულ თეატრში 500 ან მეტი ადგილით, რომლებიც თეატრალურ უბანში მდებარეობს (პლუს ერთი თეატრი ლინკოლნ-ცენტრში), მანჰეტენზენიუ-იორკილონდონის უესტ-ენდის თეატრთან ერთად ბროდვეის თეატრი ინგლისურენოვან მსოფლიოში კომერციული თეატრის უმაღლეს დონეს წარმოადგენს.
    ბროდვეის თეატრალური უბანი ნიუ-იორკის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბროდვეის ლიგის თანახმად, ბროდვეის წარმოდგენებზე 2009-2010 წლის სეზონზე $1.02 მილიარდის ღირებულების ბილეთები გაიყიდა.

    გარნიეს სასახლე
     (Palais Garnier), ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნისეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.
    1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასიბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.


    კოვენტ გარდენი
     (Covent Garden) — რაიონი ცენტრალურ ლონდონში, მოიცავს ქალაქ უესტმინსტერის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილსა და ქემდენის საგრაფოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს. რაიონი ძირითადად გასართობი და სავაჭრო დასებულებებითაა მოფენილი. აქვეა სამეფო ოპერის თეატრი, რომელსაც კოლოქვიალურად "კოვენტ გარდენსას" უწოდებენ.
    რაიონს ესაზღვრება ჰოლბორნი, კინსუეი, სტრანდი და ჩერინგ კროს როუდი. კოვენტ გარდენ პიაცა (კოვენტ გარდენის მოედანი) რაიონის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს და ამ ადგილას 1500-დან 1974 წლამდე ყვავილებისა და ხილ-ბოსტენული ბაზარი მდებარეობდა, რის შემდეგაც საბითუმო ბაზარმა ნიუ კოვენტ გარდენ მარკეტზე გადაინაცვლა ნაინ ელმში.


    კომედი ფრანსეზი
     (ფრანგ. La Comédie-Française), ანუ ფრანგული თეატრი დაარსდა 1680 წელს, 1799 წლიდან იგი პალე-რუაიალშიპარიზის პირველ ოლქში მდებარეობს.
    ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საფრანგეთში, რომელსაც ჰყავს მსახიობების მუდმივი დასი, მათ კომედი ფრანსეზის მსახიობებს უწოდებენ. ყველაზე ცნობილი დრამატურგი, რომლის სახელიც კომედი ფრანსეზს უკავსირდება არის მოლიერი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 7 წლის გარდაცვლილი იყო, როცა მოლიერის სახლი შეიქმნა.


    ლა სკალა
     (იტალ. Teatro alla Scala - სიტყვასიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანში,იტალიაში.შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელისშეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.
    ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზასჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

    შენობის ახალი ინტერიერი
    1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.
    ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ1986 წელს კი -რიკარდო მუტიმ2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.
    ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერსმილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.


           მეტროპოლიტენის ოპერის ასოციაცია
     (Metropolitan Opera Association), შემოკლებით მეტროპოლიტენ-ოპერა, ან მეტი ნიუ-იორკში დაარსდა 1880[1] წლის აპრილში და გრანდ ოპერის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. ეს ამერიკის უდიდესი კლასიკური მუსიკის ორგანიზაციია, რომელიც ყოველწლიურად 240 საოპერო წარმოდგენას მართავს. კომპანიის ბინამეტროპოლიტენის ოპერის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო სცენაა. მეტი თერთმეტ სხვა ორგანიზაციასთან ერთად ამჟამად განთავსებულია ლინკოლნის ცენტრში.



         სან-კარლო
     (იტალ. Teatro di San Carlo) — ოპერის თეატრი ნეაპოლში. აშენდა კარლ III-ის ბრძანებით მოძველებული სან-ბართოლომეოს თეატრის შესაცვლელად. გაიხსნა 1737 წლის 4 ნოემბერს ოპერის „მეტასტაზიო“ განახლებული დადგმით. გახსნისას თეატრალურ დარბაზში ეტეოდა 3300 მაყურებელი, რაც მას მსოფლიოში უდიდესი თეატრის რეპუტაციას ანიჭებდა. 1815-22 წლებში თეატრს განაგებდა როსინი, 1822-38 წლებში — დონიცეტი, ხოლო 1850-იან წლებში — ნიკოლა ბოქსა. 1816 წლის ხანძრის შემდეგ შენობა ხელახლა აშენდა, განახლდა 1845, 1854 და 1943 წლის ბომბარდირების შემდეგ.


    გამოყენებული წყარო :
    http://ka.wikipedia.org
    https://www.google.ge/