სოხუმის სახელმწიფო ქართულ თეატრს, რომელიც თავის ისტორიას 1885 წლიდან ითვლის, დიდი ისტორიული და შემოქმედებითი ტრადიციები აქვს. მის სცენაზე მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული მსახიობები და რეჟისორები. თეატრის რეპერტუარში მუდამ იყო წარმოდგენილი ქართული და უცხოური კლასიკა, თანამედროვეობის ამსახველი პიესები. თეატრი ყოველთვის ცდილობდა თავისი დროის მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოეჩინა სცენაზე.
XX საუკუნის 90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ თეატრი იძულებული იყო მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და თბილისში დაედო ბინა.
სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნია სხვადასხვა დროს იგი წარმოდგენებს მართავდა შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, სამეფო უბნისა და თავისუფალ თეატრებში. მიუხედავად ამისა, თეატრი აქტიურად მუშაობს _ დგამს ახალ სპექტაკლებს, მართავს გასტროლებს და მონაწილეობს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში.
ამჟამად თეატრი სპექტაკლებს მართავს მარჯანიშვილის თეატრის მცირე დარბაზში.
2010 წლის თებერვლიდან, თეატრს ხელმძღვანელობს მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი.
No comments:
Post a Comment